აშშ-ის სახელმწიფო მდივანი, ენტონი ბლინკენი მოლდოვაში ჩავიდა და მოლდოვის პრეზიდენტს შეხვდა.
შეხვედრის ამსახველი ფოტო ბლინკენმა X-ზე გამოაქვეყნა და დაწერა, რომ ქვეყნის ევროკავშირში გაწევრიანების თაობაზე მხარდაჭერა კიდევ ერთხელ გამოხატა.
"პრეზიდენტ მაია სანდუს ხელმძღვანელობა აღმაფრთოვანებელი იყო წარმოუდგენლად რთულ დროს. როდესაც დღეს ჩვენ კიშინიოვში შევხვდით, მე კიდევ ერთხელ დავადასტურე ჩვენი ურყევი მხარდაჭერა მოლდოვის ევროკავშირში გაწევრიანების თაობაზე", - წერს ბლინკენი.
მოლდოვამ ევროკავშირი კანდიდატი ქვეყანაა.